ბლოკი სასარგებლო ინფო, გთავაზობთ საჭირო და მეტად სასარგებლო ინფორმაციას, მათთვის ვინც დაინტერესებულია ხარისხიანი პროდუქციის შეძენით.
დღეს ჯანსაღი საკვები პროდუქტების შეძენა ემსგავსება ბრძოლას გადარჩენისთვის. მომხმარებელი აწყდება მთელრიგ საშიშროებებს: საკვები დანამატები (კონსერვანტები, არომატიზატორები, საღებავები, პესტიციდები,გამაფხვიერებელი და სხვა), გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება, სასუქების სიჭარბე, სხვადასხვა დაავადებები და დეფექტები, ვადის გასვლა, არასწორი ტრანსპორტირებით/ შენახვის პირობის დარღვევით გამოწვეული დაზიანებები და ბოლოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა მწარმოებლის ან გამყიდველის მხრიდან.